დელე ალი კორონავირუსზე ხუმრობისთვის რასიზმში დაადანაშაულეს (ვიდეო)

ლონდონური „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელე ალი კორონავისრუზე ხუმრობისთვის რასიზმში დაადანაშაულეს.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელშიც აზიური გარეგნობის მამაკაცი ჩანდა, თავად სპორტსმენი კი ნიღაბში იყო. დელე ალის ხელში ანტისეპტიკური საშუალება ეჭირა. ვიდეოს კი ასეთი წარწერა გაუკეთა – „ეს ვირუსი უფრო სწრაფი უნდა გახდეს, რომ მე დამეწიოს“.

ინგლისელი ფეხბურთელი ჟურნალისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს და რასიზმში დაადანაშაულეს. დელე ალის ვიდეო მართლა „ვირუსივით“ გავრცელდა და სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ფეხბურთელის „პოსტი“ რასიზმთან ერთად ცინიზმიდაც აღიქვეს.

ფეხბურთელმა ბოდიში მალევე მოიხადა, თქვა, რომ არავის შეურაცხყოფას არ აპირებდა და მომხდარს გულწრფელად ნანობს.