დელე ალი კორონავირუსზე ხუმრობის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დელე ალი კორონავირუსზე ხუმრობის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა დელე ალიმ ინგლისის პრემიერლიგაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო კორონავირუსის პანდემიის თემაზე სატირული ვიდეო-რგოლის გამო, რომელიც სოციალურ ქსელებში თებერვალში გაავრცელა.

ასე რომ, ალი გამოტოვებს ინგლისის ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველ შეხვედრას, რომელშიც მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ალიმ „სნაპჩატში“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ის დამცავი ნიღბით ზის. ასევე კადრში ჩნდება აზიური წარმოშობის მამაკაცი, რომელიც ახველებს, აგრეთვე წარწერა კორონავირუსზე მინიშნებით. მოგვიანებით, ალიმ რგოლი წაშალა და ბოდიში მოიხადა.

დისკვალიფიკაციის გარდა, ინგლისელი 50 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.

„ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი 19 ივნისს გაიმართება.