დელე ალი - ახალი კონტრაქტი და გაორმაგებული ხელფასი
დელე ალი - ახალი კონტრაქტი და გაორმაგებული ხელფასი

დელე ალიმ ტოტენჰემთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, დელე ალიმ, ლონდონის „ტოტენჰემთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

22 წლის ფეხბურთელი მაურიციო პოჩეტინოს გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამჟამინდელი მოქმედი ხელშეკრებულება 2022 წელს იწურებოდა. ახალის კონტრაქტის თანახმად, შეიცვალა დელე ალის ხელფასზეც. ახლა ის გაორმაგებულ თანხას მიიღებს – კვირაში 50 ათასის ნაცვლად, 100 ათას ფუნტს.

ალის ინგლისიდან და ესპანეთიდან რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა, გარკვეული ფიქრის შემდეგ, „ტოტენჰემის“ ერთგული დარჩა.