დელ პოტრო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
დელ პოტრო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

არგენტინელმა ჩოგბურთელმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ 2019 წლის სეზონში, „დიდი სლემის“ პირველ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს.

„ყველას ბედნიერ 2019 წელს ვუსურვებ. აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოგვიანებით გაცნობებთ როდის შედგება კორტზე დაბრუნება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდება ავსტრალიაში. ავსტრალიის ღიას გამოტოვება სამწუხარო მომენტია, მაგრამ აღდგენაში ბოლოდროინდელი პროგრესით კმაყოფილი ვარ”, – დაწერა დელ პოტრომ.

არგენტინელმა ბოლო ხუთ წელიწადში მელბურნში, მხოლოდ ერთხელ ითამაშა. დელ პოტრო დღეს მსოფლიოს მეხუთე ჩოგანია.

ავსტრალიის ღია პირველობა 14-27 იანვარს გაიმართება.