დელ პიერო – სასაცილოა, რომ „ლივერპულთან“ კვარაცხელიას გოლი არ ჩათვალეს #1TVSPORT
BERLIN, GERMANY - JUNE 06: Former Juventus player Alessandro Del Piero salutes the fans prior to the UEFA Champions League Final between Juventus and FC Barcelona at Olympiastadion on June 6, 2015 in Berlin, Germany. (Photo by Shaun Botterill/Getty Images)
იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო, Sky Sport Italia-სთან საუბარში გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელიას არაღიარებულ გოლს „ლივერპულთან“ მატჩში და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სასაცილოა.
„სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ასეთი მცირე თამაშგარის გამო გააუქმეს. ეს სასაცილოა“, – განაცხადა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა „პარკ დე პრენსზე“ ინგლისურ გრანდს ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს, რადგან ერთი სანტიმეტრით წინ იმყოფებოდა მცველზე, რის გამოც თამაშგარე დააფიქსირეს. ეს გადაწყვეტილება დელ პიეროს უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„სამწუხაროა, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთ სიტუაციაში გოლს არ თვლიან.
ხვიჩამ ბურთის გაკონტროლება შესანიშნავად მოახერხა, შემდეგ კი დარტყმისთვის სივრცე მოამზადა. მან ზუსტად იცოდა, სად უნდა დაერტყა და იდეალური მომენტი გამოიყენა. ეს ულამაზესი შესრულება იყო“, – აღნიშნა დელ პიერომ Sky Sport Italia-სთან.