დელ პიერო – იგუაინის იუვენტუსზე შურისძიება სწყურია
Alessandro Del Piero attends the Bilje Charity Common Goal on September 01, 2018 in Nova Gorica, Slovenia. (Photo by Damjan Zibert/NurPhoto via Getty Images)
ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ გონსალო იგუაინს „ბებერ ქალბატონზე“ შურისძიება სურს.
დელ პიერომ Sky Sport-თან განაცხადა, რომ „პიპიტას“ შურისძიება სწყურია.
„მე ვფიქრობ, იგუაინი „იუვენტუსზე“ კბილებს ილესავს, რადგან გუნდიდან მისი აზრით დაუმსახურებლად გაუშვეს. თან მნიშვნელოვანი სეზონების ჩაატარების შემდეგ. გონსალო განრისხებულია და ეს მაშინაც შესამჩნევია, როდესაც გოლის გატანას აღნიშნავს. დააკვირდით, როგორი რეაქცია აქვს გოლების გატანის შემდეგ, იქნევს ხელებს და სურს გვაჩვენოს, რომ „მილანში“ პრობლემების გადასაჭრელად მივიდა.“ – განაცხადა ალექსმა.
აქვე გეტყვით, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა „სან სიროზე“ 11 ნოემბერს გაიმართება.