დეკუ „ბარსელონას“ ახალი სპორტული დირექტორია #1TVSPORT

19:57, 16.08.2023

45 წლის პორტუგალიელი დეკუ „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი გახდა. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კატალონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (2 სექტემბერი) დეკუ მატეუ ალემანისთან ერთად იმუშავებს, რომელიც ამის შემდეგ დატოვებს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს.

დეკუ „ბარსელონაში“ 2004-08 წლებში თამაშობდა.

მსგავსი