დეკუ – „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ტრანსფერით დაინტერესებული არ ყოფილა #1TVSPORT

21:12, 30.09.2025

„ბარსელონის” სპორტული დირექტორის, დეკუს განცხადებით, კლუბი ნიკო უილიამსის ტრანსფერით დაინტერესებული არ ყოფილა და ესპანელი ვინგერი კატალონიურ კლუბს თავად ფეხბურთელის აგენტმა შესთავაზა.

„ნიკო უილიამსი არ ყოფილა ის ფეხბურთელი, რომელიც გვჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია თამაში როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე. როდესაც უილიამსის დონის ფეხბურთელი თავად გიკავშირდება და საკუთარ თავს გთავაზობს, ძალიან კარგია და, ბუნებრივია, მასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ.

ფეხბურთელი ჩვენ მიერ შეთავაზებულმა პირობებმა არ დააკმაყოფილა და ეს ნორმალურია. ნიკო უილიამსის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების პირობები შეცვალეს, ჩვენ კი სხვა ტრანსფერზე გადავერთეთ. მარტივია, ვერცერთი ფეხბურთელი „ბარსელონას“ პირობებს ვერ უკარნახებს, ასე მუშაობს ეს კლუბი“, – თქვა დეკუმ.

ნიკოს უილიამსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „ბარსელონამ“ იჯარით მარკუს რაშფორდი დაიმატა. რაც შეეხება უილიამსს, მან „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2035 წლამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი