დეკლან რაისმა ინგლისის ნაკრების ორი ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT

19:20, 10.07.2026

ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ, დეკლან რაისმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიჯრით მეორე ვარჯიში გამოტოვა.

სპორტსმენს მაღალი სიცხე და მწვავე ვირუსული ინფექცია აღენიშნება. თანაგუნდელებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ფეხბურთელი გუნდისგან დროებით განაცალკევოს.

ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა „არსენალის“ ნახევარმცველი თავის გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ გასამართ მეოთხედფინალურ მატჩში. სამწვრთნელო შტაბი რაისის ფიზიკურ კონდიციებს უახლოეს პერიოდში თავიდან შეისწავლის.

ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებების მეოთხედფინალური დაპირისპირება 12 ივლისს, თბილისის დროით 01:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი