დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავერსის“ კლინიკიდან ისევ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავერსის“ კლინიკიდან ისევ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავერსის“ კლინიკიდან ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყავნეს.

ავერსის კლინიკაში დეკანოზი გამოკვლელევბისთვის დილიდან იმყოფებოდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმი ჟურნალისტებთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

გიორგი მამალაძე  წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი საავადმყოფოში 15 თებერვალს გადაიყვანეს. ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.