დედოფალ ელისაბედ მეორეს 2025 წელს ბუკინგემის სასახლის დატოვება მოუწევს
დედოფალ ელისაბედ მეორეს 2025 წელს ბუკინგემის სასახლის დატოვება მოუწევს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იძულებული იქნება, 2025 წელს ბუკინგემის სასახლე დატოვოს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამის მიზეზი სასახლის სარემონტო სამუშაოებია.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სასახლის რემონტი ნაწილობრივ დაწყებულია. სამეფო სასახლეში ელექტროგაყვანილობას ცვლიან. ბუკინგემის სასახლის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება. თუმცა, ელისაბედ მეორეს საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნების საშუალება 2027 წელს ექნება.

ბუკინგემის სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები დაახლოებით, 500 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.