დედაქალაქურ დერბიში „დინამო თბილისი“ მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, დედაქალაქურ დერბიში, „დინამო თბილისი“ მოქმედ ჩემპიონს „იბერიას“ „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდა და დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.
თამაში „დინამო თბილისის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია. მეტოქემ კი შედეგიანად და კარგად შეუტია – თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „იბერიამ“ შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
„დინამო“ მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენას შეეცადა და 85-ე წუთზე სხვაობა შეამცირა – ვახტანგ სალიას გადაცემით თავი თემურ ოდიკაძემ გამოიჩინა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა შეინარჩუნა და ეროვნული ლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ 17 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო „დინამო“ მე-4 პოზიციაზეა.