დები უილიამსები ერთმანეთს რომის „მასტერსზე“ დაუპირისპირდებიან

12:19, 14.05.2019

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, რომელიც რომის „მასტერსის“ მეორე წრეში საკუთარ დას, ვინუსს დაუპირისპირდება, განაცხადა, რომ ორივეს საბრძოლო განწყობა აქვთ და გამარჯვებისთვის არაფერს დაიშურებენ.

„ჩვენ ორივე სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის, ორივეს ძალიან გვესაჭიროება სათამაშო პრაქტიკა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაყურებელმა კარგი მატჩი იხილოს“, – ციტირებს სერენას სიტყვებს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ოფიციალური გვერდი.

მსგავსი