დები უილიამსების ერთი მოგება, ერთი წაგება და ორი რეკორდი - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე
დები უილიამსების ერთი მოგება, ერთი წაგება და ორი რეკორდი - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე

აშშ-ის ღია პირველობაზე პირველი წრის მატჩები ჩაატარეს დებმა უილიამსებმა. სერენამ შეძლო მეორე რაუნდში გასვლა, ვინუსი დამარცხდა. ორივემ ტურნირის ისტორიული რეკორდები დაამყარეს.

სერენა უილიამსი კრისტი ანს ხვდებოდა და საათსა და 21 წუთში 7:5, 6:3 მოიგო. ორივე სეტში უილიამსი 0:2 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო სიტუაციის გამოსწორება. მისი რეკორდი კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის ღიაზე ყველაზე მეტი – 102 მატჩი აქვს მოგებული.

რაც შეეხება ვინუს უილიამსს, ის საათსა და 48 წუთში დამარცხდა ჩეხ კაროლინა მუხოვასთან – 3:6, 5:7. ამერიკელი ახლოს იყო სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მეორე პარტია 5:3-დან წააგო, როცა ჩეხმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება მოახერხა.

მუხოვას უყვარს ავტორიტეტების დამარცხება – 2018 წლის აშშ-ის ღიაზე გარბინე მუგურუსას მოუგო, შარშან, კაროლინა პლიშკოვა გადამწყვეტ სეტში 13:11 დაამარცხა და პირველად გავიდა უიმბლდონის ფინალში.

ვინუს უილიამსის რეკორდი კი იმაში მდგომარეობს, რომ მან 22-ედ ითამაშა აშშ-ის ღია პირველობაზე.

დატოვე კომენტარი