დეანდრე ჯორდანი ორლანდოში ვერ გაემგზავრება, „ნეტსის“ ცენტრს კორონავირუსი დაუდგინეს
დეანდრე ჯორდანი ორლანდოში ვერ გაემგზავრება, „ნეტსის“ ცენტრს კორონავირუსი დაუდგინეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებას 30 ივლისს გეგმავს. გუნდები მუდმივი რეჟიმით გადიან ტესტირებას კორონავირუსზე. როგორც ცნობილ ხდება, პირველადი ტესტირების შემდეგ COVID 19 თექვსმეტზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

„ბრუკლინი“ განახლებულ სეზონს ლიდერების გარეშე ჩაატარებს. ტრავმების გამო „ნეტსს“ კაირი ირვინგი და კევინ დურანტი ვერ დაეხმარებიან. როგორც ირკვევა, ორლანდოში ვერ მიემგზავრებიან დეანდრე ჯორდანი და სპენსერ დინვიდიც, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სავარაუდოდ, „ბრუკლინის“ ძირითადი ცენტრის ფუნქციებს ჯარეტ ალენი შეასრულებს. „ნეტსი“ პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს, თუმცა რთული სათქმელია რამდენად წარმატების გამოუვათ აღნიშნული ამოცანის შესრულება ასეთ რთულ პირობებში.