დეანდრე ჯორდანი ირვინგთან და დურანტთან ერთად ბრუკლინში ითამაშებს
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გასული რამდენიმე საათი განმავლობაში მნიშვნელოვანი სატრანსფერო ცვლილებები მოხდა. კევინ დურანტი და კაირი ირვინგი „ბრუკლინ ნეთსში“ გადავიდნენ.
„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ კაირისთან და კევინთან ერთად „ნეთსში“ დეანდრე ჯორდანის კანდიდატურა განიხილება და შეთანხმება ფაქტობრიბად მიღწეულია. იქიდან გამომდინარე, რომ დურანტი და ირვინგი მაქსიმალურ კონტრაქტებს იმსახურებდნენ ($164 მილიონი და $142 მილიონი შესაბამისად), ბევრი ვარაუდობდა, რომ დეანდრე „ბრუკლინში“ მინიმალურ ხელფასს დათანხმდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე სხვაგვარადაა.
ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, კაირი და კევინი მაქსიმალურ ხელფასზე უარს იტყვიან და მისცემენ საშუალებას გუნდს, რომ დეანდრეს 4 წლიანი $40 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდეს.
DeAndre Jordan has agreed to four-year, $40M deal with the Nets, Excel Sports agent Jeff Schwartz tells ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 1 July 2019
Free agents Kevin Durant and Kyrie Irving are taking less than the max to allow DeAndre Jordan to get the $10M annual salary with Brooklyn, league sources tell ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 1 July 2019