დე როსით ბოკა ხუნიორსია დაინტერესებული
დე როსით ბოკა ხუნიორსია დაინტერესებული

„რომას“ ნახევარმცველი დანიელე დე როსიმ, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, შესაძლოა, კარიერა არგენტინაში გააგრძელოს. 35 წლის იტალიელით ბოკა ხუნიორსია დაინტერესებული. მაგრამ, როგორც არგენტინული კლუბის სპორტული დიერექტორი და „რომას“ ყოფილი მოთამაშე ნიკოლას ბურდისო აღნიშნავს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და გადაწყვეტილი არაფერი არაა.

„ეს რეალობაა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ ვკონტაქტობთ და ამასთანავე მეგობრები ვართ“, – ციტირებს ბურდისოს „ფოქს სპორტს არგენტინა“. – „ასეთი ფეხბურთელისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ჯერჯერობით მე არ მინდა ვაჩქარო, რადგან მისთვის „რომასთან“ განშორება ძალიან რთული პროცესია.