დე როსიმ „რომაში“ შესაძლოა საკუთარი მამა შეცვალოს
დე როსიმ „რომაში“ შესაძლოა საკუთარი მამა შეცვალოს

„ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველი დანიელე დე როსი, შესაძლოა, „რომაში“ დაბრუნდეს, – იტყობინება გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.

რომაულ კლუბს დაგეგმილი აქვს საკუთარი აკადემიის მუშაობის რეორგანიზაცია და ახალი სპეციალისტების მიწვევა. მაგალითად, ბრუნო კონტიმ, შესაძლოა, 15-წლამდელთა გუნდი ჩაიბაროს, დე როსი კი შეიძლება გახდეს ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი. დღეისთვის, ამ გუნდს დანიელეს მამა – ალბერტო დე როსი ავარჯიშებს. ამ უკანასკნელს კლუბში სხვა თანამდებობას შესთავაზებენ.

36 წლის დე როსის ანგარიშზე 616 მატჩია „რომას“ შემადგენლობაში და 117 მატჩი – იტალიის ნაკრებში. ადრე ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობის დაწყებას აპირებს.