დე როსი „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლასთან ახლოსაა
დე როსი „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, „რომას“ ვეტერანი ნახევარმცველი დანიელე დე როსი არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ მოთამაშე გახდება, – ამის შესახებ რამდენიმე წყარო იუწყება.

არგენტინული ვებგვერდის, „ფოქსის“ მონაცემებით, ამგვარი ტრანსფერის ალბათობა 70 პროცენტს უტოლდება. იტყობინებიან, რომ დე როსი თავისი ყოფილი თანაგუნდელების, პაბლო ოსვალდოსგან და ლეანდრო პარედესისგან აგროვებდა ინფორმაციას „ბოკა ხუნიორსის“ შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, დე როსი დატოვებს „რომას“, რომლის ერთგული იყო 2002 წლიდან მოყოლებული.

35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „რომას“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაეხმარა კლუბს.