დე როსი „ბოკა ხუნიორსში“ გადადის
დე როსი „ბოკა ხუნიორსში“ გადადის

„რომას“ ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი ახლოს არის იმასთან, რომ კარიერა არგენტინაში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის „ტვიტერზე“ წერს, 35 წლის იტალიელი უკვე ამ კვირას შეიძლება გახდეს „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, არგენტინული გრანდი „რომას“ ექს-კაპიტანს რვათვიან კონტრაქტს შესთავაზებს (2020 წლის მარტამდე) და 500 ათას ევროს გადაუხდის. დე როსი „ბოკას“ ისტორიაში რიგით მე-12 ევროპელი იქნება.

დე როსიმ ვერ შეძლო „რომასთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება და თავისუფალი აგენტი გახდა. მან დედაქალაქურ კლუბში 616 მატჩის გამართვა მოასწრო, 63 გოლი გაიტანა და 54 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.