დე პაული მილანური კლუბების სამიზნეა
დე პაული მილანური კლუბების სამიზნეა

დიდი ალბათობით, „უდინეზეს“ არგენტინელი შემტევი როდრიგო დე პაული იანვარშივე შეუერთდება რომელიმე მილანურ კლუბს, ამის შესახებ ინფორმაციას „ტუტოსპორტი” ავრცელებს. პანდემიის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე „მილანი” და „ინტერი” ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებენ, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით, ასეთმა განწყობამ კი შეიძლება შანსი მისცეს „ზენიტსაც”. რუსები არგენტინელის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდნენ.

როდრიგო დე პაულმა ამ სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გატანილი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემაა.