დე ლიხტმა ავტოგოლი გაიტანა, ბუფონმა სამი პენალტი აიღო, „იუვენტუსმა“ „ინტერს“ მოუგო (ვიდეო)
დე ლიხტმა ავტოგოლი გაიტანა, ბუფონმა სამი პენალტი აიღო, „იუვენტუსმა“ „ინტერს“ მოუგო (ვიდეო)

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მორიგი მატჩი ჩინეთის ქალაქ ნანინგში გაიმართა. იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ მილანის „ინტერს“ შეხვდა.

პირველი გოლი მე-10 წუთზე საკუთარ კარში „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მატეის დე ლიხტმა გაიტანა. ტურინელები ძირითად დროში წაგებას კრიშტიანო რონალდომ გადაარჩინა, როდესაც 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „იუვეს“ ლეგენდამ, ჯანლუიჯი ბუფონმა, სამი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს 4:3 მოაგებინა.

იუვენტუსი-ინტერი 1:1 პენ. 4:3

გოლები: 0:1 დე ლიხტი (10-საკ. კარში), 1:1 კრიშტიანო რონალდო (68)

იუვენტუსი: შჩესნი (46. ბუფონი), დე შილიო, დე ლიგტი (46. დემირალი), ბონუჩი (68. რუგანი), ჟოაო კანსელო, რაბიო, პიანიჩი (65. ემრე ჯანი), მატუიდი (78. მურატორე), ბერნარდესკი, იგუაინი (46. მანჯუკიჩი), კრიშტიანუ რონალდუ.

ინტერი: ჰანდანოვიჩი (46. პადელი), დ’ამბროზიო, დე ვრი (78. რანოკია), შკრინიარი (78. ბასტონი), გალიარდინი (78. ჟოაო მარიო), ბროზოვიჩი (78. ვალერო), სენსი (78. ბარელა), კანდრევა (88. აგუმე), დალბერტი, პერიშიჩი (78. ლონგო), ესპოზიტო (78. პუშკაში).