დე ლიხტი შესაძლოა „აიაქსში“ დაბრუნდეს
დე ლიხტი შესაძლოა „აიაქსში“ დაბრუნდეს

ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერი ამსტერდამის „აიაქსი“ დაინტერესებულია „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველის მატეის დე ლიხტის დაბრუნებით, – წერს VTBL.

წყაროს ცნობით, ამსტერდამულ კლუბს სურს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელის იჯარით აყვანა. დე ლიგტმა ვერ მოიკიდა ფეხი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში და ამის გამო, შესაძლოა, დათანხმდეს ტრანსფერს.

იმასაც აღნიშნავენ, რომ დე ლიგტს სურს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წინ და ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ამაში „აიაქსი“ დაეხმარება.

დე ლიგტი გასული წლის ზაფხულში გადავიდა „აიაქსიდან“ „იუვენტუსში“ 75 მილიონ ევროდ. ამ სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და ერთი გოლი გაიტანა.