დე ლიხტი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგს ლიდერობს
დე ლიხტი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგს ლიდერობს

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატეის დე ლიხტი 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გამოაცხადა. რეიტინგში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ 20-წლამდე მოთამაშეები.

სრულად სეზონის საუკეთესო 20-წლამდელ ფეხბურთელთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. მატეის დე ლიხტი (აიაქსი)

2. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი)

3. კაი ჰავერცი (ლევერკუზენი)

4. ჟოაო ფელიში (ბენფიკა)

5. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)

6. ნიკოლო ძანიოლო (რომა)

7. მოიზე კინი (იუვენტუსი)

8. ვინისიუსი (რეალი)

9. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

10. იბრაიმა კონატე (ლაიპციგი)

შეგახსენებთ, რომ ლე ლიხტი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშეა. მისი გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.