დე ლიხტი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა

11:26, 28.06.2019

ჰოლანდიელი მცველი მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. „ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, იტალიელები ფეხბურთელს დეტალებზე უკვე შეუთანხმდნენ.

ამჟამად მოლაპარაკება სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით „აიაქსთან“ მიმდინარეობს. დე ლიხტის ფასი 67-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს. სატრანსფერო თანხაზე შეთანხმების შემდეგ, ახალგაზრდა მცველი „იუვენტუსის“ მოთამაშე გახდება.

მსგავსი