დე ლიგტი „იუვენტუსში“ მეოთხე ნომრად ითამაშებს
დე ლიგტი „იუვენტუსში“ მეოთხე ნომრად ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული მატეის დე ლიგტი ახალ კლუბში მეოთხე ნომრით ითამაშებს.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პრესკონფერენციაზე, რომელიც დე ლიგტის იტალიის ჩემპიონის რიგებში გადასვლას მიეძღვნა.

„მეოთხე ნომერი ყოველთვის იყო ჩემთვის განსაკუთრებული, მე მას „აიაქსის“ იუნიორთა გუნდში გამოსვლიდან ვატარებდი. „იუვენტუსში“ ამ რიცხვს ასევე აქვს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ამ ნომრის შესაბამისი ვიქნები“, – მოჰყავს 19 წლის ჰოლანდიელის სიტყვები „იუვენტუსის“ ოფიციალურ გვერდს.

დე ლიგტის „აიაქსიდან“ „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ 18 ივლისს გამოცხადდა. ტრანსფერის თანხამ შეადგინა 75 მილიონი ევრო. ფეხბურთელმა გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი – 2024 წლის 30 ივნისამდე. მისი ხელფასი გაუტოლდება წელიწადში 12 მილიონ ევროს.