დე ლიგტი ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

11:28, 03.09.2019

ამსტერდამში გაიმართა ჰოლანდიის 2018-19 სეზონის ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონია. ყველა პრიზი „აიაქსის“ წარმომადგენლებს ერგოთ, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიღწია.

საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მატეის დე ლიგტი, რომელიც დღეს „იუვენტუსში“ თამაშობს. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს ფრენკი დე იონგი. ის ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავიდა. საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გაინაწილეს დუშან ტადიჩმა („აიაქსი“) და ლუკ დე იონგმა („სევილია“).

მსგავსი