დე ლა ჰოია 11 სექტემბერს ვერ იჩხუბებს, ის შეიძლება ჰოლიფილდმა შეცვალოს #1TVSPORT
დე ლა ჰოია 11 სექტემბერს ვერ იჩხუბებს, ის შეიძლება ჰოლიფილდმა შეცვალოს #1TVSPORT

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ოსკარ დე კა ჰოია ვერ შეძლებს მონაწილეობას საკრივო ორთაბრძოლაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ვიტორ ბელფორტის წინააღმდეგ. როგორც ინტერნეტ-გამოცემა MMA Fighting წერს, 48 წლის დე ლა ჰოიამ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე.

ბრძოლა 11 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ახლა ეძებენ დე ლა ჰოიას შემცვლელს და ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსანი ევანდერ ჰოლიფილდი.

ოსკარ დე ლა ჰოიამ კარიერის დასრულების შესახებ 2009 წელს გამოაცხადა. 58 წლის ჰოლიფილდი რინგზე არ ყოფილა 2011 წლიდან, 44 წლის ბელფორტს კი ბოლო სამი წელია არ უჩხუბია და UFC-ის ჩემპიონი იყო 2004 წელს.