დე ლა ფუენტე – იამალმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მან შიში დათესა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გაუკეთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ ლამინ იამალის თამაშს.
„ლამინ იამალმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისი განვითარებისთვის. ნუნუ მენდეშის ტრავმა უკავშირდება იმ დატვირთვებს, რომელიც იამალს მასზე ჰქონდა.
მან ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა. შიში დათესა პორტუგალიის ნაკრებში. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო მის კარიერაში. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს წინ. ჩვენი სურვილია, რომ იამალმა სრულყოფა გააგრძელოს“, – მოჰყავს გაზეთ AS-ს დე ლა ფუენტეს სიტყვები.
ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში ბელგიას შეხვდება.