დე კოლო „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა
დე კოლო „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა

თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ მოსკოვის „ცსკა“-ს ყოფილ მცველ, ფრანგ ნანდო დე კოლოსთან. ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„გვინდა, ეს შეთანხმება სასარგებლო იყოს ჩვენი გუნდისთვის და დე კოლოსთვის. იმედია, წინ გველოდება ტრიუმფალური სეზონები“, – წერია თურქული კლუბის განცხადებაში.

დე კოლომ ხუთი წელი გაატარა „ცსკა“-ს რიგებში და ორჯერ გაიმარჯვა ევროლიგაზე. მანამდე მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოს“ შემადგენლობაში ითამაშა. ჯამში მის ანგარიშზეა 119 მატჩი, სტატისტიკა კი შეადგენს 3.8 ქულას, 1.8 მოხსნასა და 1.7 გადაცემას.