დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააგრძელა
დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააგრძელა

დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააგრძელა. 28 წლის ესპანელ გოლკიპერსა და ინგლისურ გრანდს შორის ახალი შეთანხმება 4+1 სისტემით არის გაფორმებული. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

დე ხეას ხელფასი კვირაში375 ათასი ფუნტი იქნება.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ესპანელი 2011 წლიდან თამაშობს და დღემდე 367 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუნდთან ერთად მან შვიდი ტიტული მოიპოვა.