დე ხეა - ზიდანის პრიორიტეტული სამიზნეა
დე ხეა - ზიდანის პრიორიტეტული სამიზნეა

ბრიტანული გაზეთი მირორი (Mirror) წერს, რომ მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს არ მოსწონს ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა და მის ნაცვლად მანჩესტერ იუნაიტედიდან დავიდ დე ხეას შეძენას აპირებს.

როგორც მირორი ექსკლუზიურ მასალში წერს, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაპირდა ზიდანს, რომ ზაფხულში ფრანგს გარანტირებული ექნება გიგანტური სატრანსფერო ბიუჯეტი.

ზიზუს პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ახალი მეკარის შეძენა და ის ძალიან იმედოვნებს, რომ პერესს ეყოფა ფული დე ხეას ტრანსფერზე.

ესპანელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.