ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს.
გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი განიხილავს 34 წლის მეკარის დაბრუნების შესაძლებლობას.
წყაროს ცნობით, დე ხეას კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მეკარეს, ისევ ითამაშოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გარკვეული მცირე თანხის სანაცვლოდ.
დღეისთვის დე ხეა „ფიორენტინას“ ფეხბურთელია.
ესპანელი ინგლისურ კლუბში 2011-23 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მან 545 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 190-ჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.