დე ხეა სავარაუდოდ საფრანგეთში გადავა

13:04, 11.06.2019

ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და საფრანგეთში გადავა. პსჟ-ში ბუფონის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავენ, ერთ-ერთი დე ხეაა, მეორე კი „რეალ მადრიდის“ მეკარე კეილორ ნავასი.

იმ შემთხვევაში, თუ დეხეა მანჩესტერში ახალი კონტრაქტის გაუგრძელებლად დარჩება, მომავალ წელს ის „ოლდ ტრაფორდს“ უსასყიდლოდ დატოვებს, რაც „წითელი ეშმაკების“ სამომავლო გეგმებში არ შედის.

ახალი კონტრაქტის დადებაზე კი დე ხეა უარზეა. პარიზელები „იუნაიტედს“ ესპანელის სანაცლოდ 60 მილიონს შესთავაზებენ.

მსგავსი