დე ხეა პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია
დე ხეა პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია

ვებგვერდმა Spotrac.com-მა გამოაქვეყნა ინგლიის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.

ინგლისური ლიგის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც წელიწადში 19.5 მილიონ ფუნტს იღებს.

ამ საინტერესო რეიტინგის ათეული სრულად ასე გამოიყურება:

1. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნ) 19.5 მლნ

2. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 16.663 მლნ

3. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნ) 16.38 მლნ

4. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) 15.6 მლნ

5. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ) 15.08 მლნ

6. მესუთ იოზილი (არსენალი) 13.975 მლნ

7. ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ) 13.0 მლნ

8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 10.4 მლნ

9. ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნ) 8.464 მლნ

10. კეპა არისაბალაგა (ჩელსი) 7.8 მლნ

ათეულში არ არის არც ერთი ფეხბურთელი ჩემპიონატის ლიდერის „ლივერპულის” შემადგენლობიდან. ათიდან ხუთი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” არის.