დე ხეა „მანჩესტერთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს
დე ხეა „მანჩესტერთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა მზად არის ხელი მოაწეროს კლუბთან ახალ კონტრაქტს. ხელშეკრულების პირობებით, 28 წლის ესპანელი კვირაში 280 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, – ამტკიცებს გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian).

დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა „იუნაიტედთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება. მეკარემ ოთხი მატჩი ითამაშა ამ სეზონში მანჩესტერელთა რიგებში, ოთხი გოლი გაუშვა და ერთი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.