დე ხეა „მანჩესტერმა“ 85 მილიონ ევროდ შეაფასა
დე ხეა „მანჩესტერმა“ 85 მილიონ ევროდ შეაფასა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისს დატოვებს. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გაზეთ „სანის“ (The Sun) მიერ გავრცელებული ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ესპანელის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს მოითხოვენ.

დავიდის შეძენის უმთავრეს კანდიდატად ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ სახელდება, რომელიც თავად ფეხბურთელსაც უკეთეს პირობებს სთავაზობს.

დე ხეას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

დატოვე კომენტარი