დე ხეა ერთადერთი მეკარეა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთი სეივი არ აქვს
დე ხეა ერთადერთი მეკარეა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთი სეივი არ აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატზე 33-მა მეკარემ ითამაშა და მათგან ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი დავიდ დე ხეა ერთადერთია, რომელსაც არც ერთი მოგერიება არ ჰქონია.

ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მეკარეების რეიტინგი მოგერიებების მიხედვით. სიაში 32 მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში 33 გოლკიპერი ვნახეთ.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარეს დავიდ დე ხეას არც ერთი მოგერიება არ ჰქონია ორ მატჩში და შესაბამისად, ვერ მოხვდა სიაში.

რეიტინგს სათავეში უდგას მექსიკელი გილერმე ოჩოა 14 მოგერიებით, შემდეგ მოდის დანიელი კასპერ შმეიხელი. მის აქტივში 10 სეივია.

უნდა აღინიშნოს ხორვატი დანიელ სუბაშიჩი და ურუგვაელი ფერნანდო მუსლერა. ისინი არ არიან ამ რეიტინგის ლიდერები, სამაგიეროდ, მოგერიების 100 პროცენტი აქვთ.