დე იონგმა „ბარსასთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრენკი დე იონგთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
უცნობია ახალი კონტრაქტის მიხედვით ნიდერლანდელი ნახევარმცველის ხელფასის ოდენობა, რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, ის 500 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში დე იონგმა ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეარულა.