დე იონგი – მირჩევნია, ვან დე ბეეკი „აიაქსში“ დარჩეს
DOETINCHEM, NETHERLANDS - MAY 15: Frenkie de Jong of Ajax and Donny van de Beek of Ajax celebrate with the trophy after winning the Eredivisie following the Eredivisie match between De Graafschap and Ajax at Stadion De Vijverberg on May 15, 2019 in Doetinchem, Netherlands. (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი დონი ვან დე ბეეკი „რეალ მადრიდს“ გააძლიერებს, თუმცა იქვე ხუმრობით ამატებს, რომ მის „აიაქსში“ დარჩენას უფრო ისურვებდა.
22 წლის ვან დე ბეეკი ადასტურებს, რომ მადრიდული გრანდი ამჟამად „აიაქსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოაგვაროს.
დე იონგი და ვან დე ბეეკი გასულ სეზონში „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც, დრამატულ ბრძოლაში, „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ დამარცხდნენ.
„მე უფრო ვისურვებდი, რომ ის „აიაქსში“ დარჩენილიყო, რადგან ასეთი ძლიერი ოპონენტი არ მაწყობს და თან „აიაქსიც“ უფრო ძლიერ გუნდს შეინარჩუნებდა“, – უთხრა დე იონგმა „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტს, – „არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. თუ ყველაფერი მოგვარდა და ის მადრიდში გადავიდა, ძალიან გამიხარდება. ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. შესანიშნავი მოთამაშეა და ესპანეთში ერთმანეთსაც ხშირად შევხვდებით“.
„რეალში“ გადასვლის შემთხვევაში, ვან დე ბეეკს ისეთ ფეხბურთელებთან მოუწევს კონკურენცია, როგორებიც არიან „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი, ასევე ტონი კროოსი და კაზემირო.