დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გეგმავს #1TVSPORT
დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კატალონიური კლუბიდან წასვლასა და კარიერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაგრძელება აპირებს, –  წერს Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელთან, თანამემამულე ერიკ ტენ ჰაგთან თამაში სურს, რომელსაც „აიაქსიდან“ იცნობს და კარგი ურთიერთობა აქვს.

გასულ სეზონში დე იონგმა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი