დე იონგი „ბარსელონაში“ გადასვლაზე - დაუჯერებელია, მე მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვთამაშობ  #1TVSPORT
დე იონგი „ბარსელონაში“ გადასვლაზე - დაუჯერებელია, მე მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვთამაშობ #1TVSPORT

ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ბარსელონამ“ კატალონიურ კლუბში „სევილიას“ ფორვარდის, დე იონგის გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა კატალონიურ გრანდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა და თანამემამულე რონალდ კუმანი შეაქო.

„ჩემთვის ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს Mundo Deportivo – დაუჯერებელია, მე მსოფლიოს უდიდებულეს კლუბში ვთმაშობ. ვეცდები, თავი არ დავზოგო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო, მაგრამ „ბარსელონაში“ ეს ადვილი არ იქნება.

კუმანი ძალიან კარგი მწვრთნელია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ტაქტიკასა და სხვა საფეხბურთო თემებზე არაერთხელ გვისაუბრია. გადახვიდე ბარსელონაში და ითამაშო ისეთ მწვრთნელთან, როგორიც კუმანია, გნსაკუთრებული მოვლენაა“.