დე ბრუინმა სამწვრთნელო ლიცენზია აიღო #1TVSPORT

15:08, 12.06.2022

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ლიდერმა კევინ დე ბრუინმა უეფა-ს A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო.

30 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ 18 ბელგიელს შორის, რომელმაც მწვრთნელის ლიცენზია დაიმსახურა. სასწავლო კურსი ორი წელი გრძელდებოდა, – წერს გაზეთი The Sun.

A კატეგორიის ლიცენზია საშუალებას აძლევს მის მფლობელს გაწვრთნას ახალგაზრდული გუნდები ან იმუშაოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ნებისმიერ ევროპულ კლუბში.

მსგავსი