დე ბრუინი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანეს #1TVSPORT
დე ბრუინი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანეს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახურმა გამოაქვეყნა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების განაცხადები.

უნდა აღინიშნოს, რომ „მანჩესტერ სიტის“ სიაში შეყვანილია ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, რომელსაც ამ სეზონში ტრავმის გამო ჯერ არ უთამაშია. ადრე წერდნენ, რომ 32 წლის ბელგიელის მინდორზე დაბრუნებას იანვარში ელოდებიან.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 11-22 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“ ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაებმება და ამ ეტაპზე „ლეონსა“ (მექსიკა) და „ურავას“ (იაპონია) შორის მოგებულს შეხვდება.