დე ბრუინი ფეხბურთელების ვერსიით, პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა
დე ბრუინი ფეხბურთელების ვერსიით, პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) ვერსიით, 2019-2020 წლების სეზონზე ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ამ სეზონზე პრემიერლიგაში ჯამში 515 ფეხბურთელმა ითამაშა. მათი ხმების 45 პროცენტი მიიღო დე ბრუინმა. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ „ლივერპულის“ მოთამაშეები – ჯორდან ჰენდერსონი (27 პროცენტი) და სადიო მანე (11).

ეს პრიზი 1974 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს. შარშანდელი გამარჯვებული იყო „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ჟურნალისტთა ვერსიით, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ჯორდან ჰენდერსონი გამოაცხადეს.