დავორ შუკერი - ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავორ შუკერი - ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავორ შუკერმა საკუთარი აზრი გამოთქვა სამეფო კლუბის ფრანგი თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შესახებ.

„მე მომწონს ბენზემას თამაში. ის „რეალის“ ისტორიაში შევიდა. ეჭვი არ არის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მინდა ვუსურვო, რომ კიდევ ბევრი გოლი გაიტანოს, რადგან თავდამსხმელისთვის ყველაზე მთავარი სტატისტიკაა“, – ამბობს ხორვატი ფეხბურთელი გამოცემა „გოლთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა „რეალ მადრიდში“ 2009 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. ტრანსფერის ოდენობამ მაშინ 35 მილიონი ევრო შეადგინა. მადრიდში ფრანგმა 501 მატჩი ჩაატარა, 241 გოლი გაიტანა და 133 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება შუკერს, ის „რეალში“ 1996-99 წლებში თამაშობდა.