დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა - კვერნაძე „ფროზინონეში“ გამოჩნდა #1TVSPORT
დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა - კვერნაძე „ფროზინონეში“ გამოჩნდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო 0:0.

ქართველის გუნდი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ფრანგული ფეხბურთის გრანდი იყო, ახლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და „სენტ ეტიენთან“ მოგება სჭირდებოდა. დავითაშვილი „ბორდოს“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე კი მე-60 წუთზე გამოჩნდა. მისი გუნდი 19 ქულით კვლავ მე-17 ადგილზეა.

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა განაცხადში იყო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 90+1-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. „ფროზინონე“ (19 ქულა) მე-13 ადგილზეა.