დავითაშვილმა სადებიუტო გაიტანა - ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა
დავითაშვილმა სადებიუტო გაიტანა - ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

რუსეთის პრემიერლიგის ტურში ყაზანის „რუბინმა“ შინ „ტამბოვი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც გუნდს ზურიკო დავითაშილი დაეხმარა – 18 წლის ქართველი შემტევი ტრავმის შემდეგ ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 32-ე წუთზე ეფექტური გოლით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა.

დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგაში მეცხრე თამაში ჩაატარა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა ეს 18 წლის ფეხბურთელის სადებიუტო გოლი გახლდათ. დავითაშვილი 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა, ხოლო ბექა მიქელთაძეს და ნიკა ყიფიანს არ უთამაშიათ. აღსანიშნავია, რომ „ტამბოვიდან“ ერთადერთი გოლის ავტორი რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი მელქაძე იყო.

2019-2020 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგასთან ერთად, ტელეკომპანია Match Premier-ის არხის ექსპერტები ყოველი შეხვედრის ბოლოს მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ. ამჯერად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დავითაშვილს გადასცეს, რომელმაც ეს პრიზი „რუბინი“-„ახმატის“ მატჩშიც (1: 0) მიიღო.