დავითაშვილმა ისევ შეცვლაზე ითამაშა - „ბორდო“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
დავითაშვილმა ისევ შეცვლაზე ითამაშა - „ბორდო“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ში მორიგი შეხვედრა „ბასტიასთან“ მოიგო და საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – 2:0.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრას ქართველი შემტევის გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ზურიკო დავითაშვილი, ისევე როგორც წინა ტურში, კვლავ „ბორდოს“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

„ბორდომ“ პირველივე ტაიმში უპირატრესობა მოიპოვა და 37-ე წუთზე ჯოშ მაიას გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა ფრანსერჟიომ 48-ე წუთზე გაზარდა და გუნდმა ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 30-ე ტურის შემდეგ „ბორდომ“ 56 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. დღესვე გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ (51) გასვლაზე „პოს“ დაუპირისპირდება, მაგრამ მოგების შემთხვევაშიც „ბორდოსთან“ მხოლოდ ჩამორჩენას შეამცირებს.