დავითაშვილმა გოლი თანაგუნდელს მიუძღვნა - ჰონდურასელი ფეხბურთელი კომაშია #1TVSPORT
დავითაშვილმა გოლი თანაგუნდელს მიუძღვნა - ჰონდურასელი ფეხბურთელი კომაშია #1TVSPORT

„ბორდოს“ ქართველმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში გატანილი გოლი თანაგუნდელს, ჰონდურასელ თავდამსხმელს, ალბერ ელისს მიუძღნა, რომელიც თავის მძიმე ტრავმის შემდეგ კომაშია.

28 წლის ელისმა 24 თებერვალს ლიგა 2-ის მატჩში „გენგამთან“ დაკარგა გონება, როდესაც მცველს, დონატიენ გომისს შეეჯახა. იმავე საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. „ბორდომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალბერტ ელისი ხელოვნურ კომაშია.

ჰონდურასის ეროვნულმა გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა ელისს – „პატარა პანტერას“. კილიან მბაპემ და ფრანგულმა კლუბებმა სოცქსელებში თანადგომას შეტყობინებები გამოაქვეყნეს. ამისთვის „ბორდოს“ პრეზიდენტმა, ჟერარ ლოპესმა მათ მადლობა გადაუხადა.

ელისი ცნობილი გახდა MLS-ს კლუბ „ჰიუსტონში“ გამოსვლით. ევროპაში 2020 წელს გადავიდა და პორტუგალიურ „ბოავიშტაში“ ჩაირიცხა, ხოლო „ბორდოს“ 2021 წელს შეუერთდა. ელისმა ჰონდურასის ნაკრებში 64 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ელისის ინციდენტამდე მსგავსი დაზიანება 2006 წელს პეტრ ჩეხმა „ჩელსიში“ თამაშის დროს მიიღო. ჩეხ მეკარეს „რედინგის“ მოთამაშემ მუხლი ჩაარტყა და სახე ისე დაუზიანა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და კარიერის ბოლომდე დამცავი ნიღბით თამაშობდა.